უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თავმჯდომარემ სერგეი კრუკმა განაცხადა, რომ უკრაინის დაახლოებით 30% დანაღმულია. შედარებისთვის მანვე დასძინა, რომ ეს ტერიტორია ორი ავსტრიის ტოლია.
მისივე თქმით, უკრაინის ტერიტორიაზე დანაღმვის ფართობი და მოცულობა ომამდელ პერიოდთან შედარებით 10-ჯერ გაიზარდა.
მისივე თქმით, ხერსონისა და ნიკოლაევის ოლქებში აქტიურად გრძელდება დეოკუპირებული ტერიტორიების ფეთქებადსაშიში ნივთებისგან გაწმენდა. განაღმვას 8 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ექვემდებარება. მათგან, 7 ათასი კვადრატული კილომეტრი ხერსონის ოლქშია, 1.5 ათასი კი ნიკოლაევის ოლქში.