LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „მოვუწოდებთ ქართულ მხარეს, დაუყოვნებლივ გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში”

101
48558740

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უწყება მოუწოდებს ქართულ მხარეს, დაუყოვნებლივ გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში.

„მოვუწოდებთ ქართულ მხარეს, დაუყოვნებლივ გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში, რომელსაც ექნება ყველა აუცილებელი შესაძლებლობა შესაბამისი სამედიცინო და სასწრაფო დახმარების აღმოსაჩენად. დღეს ამასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო პოლიტიკურ უწყებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ოფიციალური ნოტა გადაეცა.

უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის პენიტენციალურ სამედიცინო დაწესებულებაში დარჩენა ქმნის დამატებით რისკებსა და დაძაბულობებს, რომელთა თავიდან აცილება შესაძლებელია ჰუმანიტარული თვალსაზრისიდან გამომდინარე. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს და საელჩოს საქართველოში უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის გარშემო შექმნილი სიტუაცია კვლავ განსაკუთრებულ კონტროლზე აქვს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g