LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის საგარეო უწყება: მასიური რუსული პროპაგანდაც კი ვერ შეძლებს, დაფაროს რუსეთის ჩაფლავება უკრაინის ტერიტორიების ანექსიის მცდელობებისას

64
Міністерство_закордонних_справ_України-1.JPG

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე საომარი მდგომარეობის გამოცხადებას ეხმაურება.

“რუსეთის ფედერაციის მიერ ე.წ. “სამხედრო მდგომარეობის გამოცხადება” მიზნად ისახავს ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების მცხოვრებთა წინააღმდეგობის ჩახშობას, რომლებიც ებრძვიან რუსულ ოკუპაციას. მასიური რუსული პროპაგანდაც კი ვერ შეძლებს, დაფაროს რუსეთის ჩაფლავება უკრაინის ტერიტორიების ანექსიის მცდელობებისას.

პუტინის ბრძანებულება არაფერს ნიშნავს. მას არ აქვს სამართლებრივი შედეგები უკრაინისა და მისი მოქალაქეებისთვის, ისევე როგორც საერთაშორისო საზოგადოებისთვის. მაგრამ ასეთი ნაბიჯი კიდევ ერთი მაგალითია რუსეთის ხელმძღვანელობის დანაშაულისა უკრაინის სახელმწიფოსა და უკრაინელების მიმართ”, – აღნიშნავენ უკრაინის საგარეო უწყებაში.

„ამ ეტაპზე, ბრძოლის ველზე მიმდინარე პროცესები უფრო გადამწყვეტია, ვიდრე პუტინის მიერ გამოცხადებული არაფრის მთქმელი განცხადება“ – ზურაბ ბატიაშვილი რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის ანექსირებულ ოლქებში „საომარი მდგომარეობის“ გამოცხადებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g