“უკრაინას პარტნიორებისგან ახალი თვითმფრინავები არ მიუღია”, – ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებაში.
უწყებაში ამბობენ, რომ დასავლელი პარტნიორებისგან საფრენი აპარატების ნაწილები მიიღეს შეიარაღებული ძალების თვითმფრინავების შეკეთებისა და აღდგენისათვის.
“აშშ-ს მთავრობის დახმარებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა საჰაერო ფლოტის აღდგენისა და სარემონტო სამუშაოებისთვის მიიღეს საფრენი აპარატების სათადარიგო ნაწილები”. – წერს უკრაინის საჰაერო ძალები.
მანამდე, გუშინ, 19 აპრილს, პენტაგონის პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ უკრაინამ დამატებით საბრძოლო თვითმფრინავები მიიღო.
“ეს გახდება საარტილერიო კონფლიქტი” – ქვეყნები, რომლებიც უკრაინას დამატებით შეიარაღებას მიაწვდიან
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში