LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის სახალხო დამცველი: მოვითხოვთ, მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ გადაიყვანონ შესაბამის კლინიკაში

100
ლუდმილა დენისოვა

უკრაინის სახალხო დამცველი მოითხოვს, დაუყოვნებლივ გადაიყვანონ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი შესაბამის კლინიკაში, რომელშიც მას მკურნალობა ჩაუტარდება.

ამის შესახებ ლუდმილა დენისოვა სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის რეაბილიტაციას საჭიროებს.

უკრაინის სახალხო დამცველი ასევე ამბობს, რომ კლინიკა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი უნდა მოთავსდეს ექიმთა კონსილიუმის მიერ მოთხოვნილი ყველა აპარატურით უნდა იყოს აღჭურვილი.

ლუდმილა დენისოვას შეფასებით, მიხეილ სააკაშვილისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში აუცილებელი სამედიცინო დახმარების მიწოდებაზე უარის თქმა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციის დარღვევაა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მიხეილ სააკაშვილმა უვადო შიმშილობა გამოაცხადა. ეს მისი პატიმრობის დროს შიმშილობის გამოცხადების პირველი შემთხვევა არ არის. სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს და ამ დღიდან შიმშილობდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მიხეილ სააკაშვილი გლდანის პენიტენციური სამსახურის კლინიკაში გადაიყვანეს.

შიმშილობის 50-ე დღეს, მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, იგი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სწორედ ამ დღეს, 20 ნოემბერს შეწყვიტა მან შიმშილობა. დეკემბრის ბოლოს ის ისევ რუსთავის ციხეში დააბრუნეს.

ადვოკატები ამბობენ, რომ რუსთავში დაბრუნების შემდეგ, სააკაშვილთან არ უშვებენ მის მკურნალ ექიმსა და დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფს.

ხმაური მთავრობის ადმინისტრაციასთან – სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე 8 აქტივისტი დააკავეს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g