LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნახოს ყველამ, რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული“ – მიხეილ სააკაშვილი უვადო შიმშილობას აცხადებს

184
მიხეილ სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უვადო შიმშილობას იწყებს.

როგორც სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე განაცხადა, მისი შიმშილობა იქნება რეაქცია მის მიმართ რეჟიმის მოპყრობაზე.

„ვაცხადებ დღეიდან უვადო შიმშილობას, სრულს და ეს შიმშილობა არის რეაქცია იმაზე, როგორც გვეპყრობა რეჟიმი მე და ჩვენს ხალხს. ჩემი ჯანმრთელობა მეასეხარისხოვანია.

მივიღე ჩემი ჰოლანდიელი ინტერნეტისგან წერილი ამასთან დაკავშირებით და ის მწერს: „კატეგორიულად გამორიცხულია განმეორებითი შიმშილობა.“ ეს გამოიწვევს თქვენი უკვე დასუსტებული ჯანმრთელობის ფონზე, განმეორებით და უფრო ძლიერ სტრესს, მეტაბოლიზმის, ელექტროლიტების, ფერმენტებისა და ჰორმონალური ცვლის მოშლას, რაც თავის მხრივ ქსოვილურ და უჯრედულ დონეზე ისეთ დარღვევებს გამოიწვევს, რასაც შეუქცევადი და ლეტალური შედეგი მოჰყვება.

მე მივდივარ ამაზე. ნახოს ყველამ, რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული, ნახოს ყველამ, რას ნიშნავს საკუთარი ქვეყნის უფრო მაღლა დაყენება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

უფრო ვრცლად სასამართლო პროცესის შესახებ:

სააკაშვილი: ის რაც ჩემ მიმართ ხდება, არის ჩვეულებრივ დაგეგმილი პროცესი ინვალიდიზაციის და მკვლელობის

“დღეს გავიგე რამდენიმე ამბავი, თამთა დემურიშვილი იხსნება თანამდებობიდან, აკრძალეს საკანში ექიმის შემოსვლა…” – სააკაშვილი

 

magti 5g