LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უკრაინის სანქცია არ ნიშნავს ევროკავშირის სანქციას… Georgian Airways-ის დასანქცირება საქართველოს ეკონომიკისთვის ზიანის მომტანი არ იქნება – ფინანსთა მინისტრის მოადგილე

128
-მინისტრის-მოადგილე-გიორგი-კაკაურიძე-1512199976-1024x649

„ნებისმიერი კომპანიის სანქცირება, რომელსაც საერთაშორისო სანქციების დარღვევისთვის დაასანქცირებენ, არ არის კარგი, მაგრამ ბიუჯეტზე და ქვეყნის ეკონომიკაზე ისეთი კომპანიის დასანქცირება, როგორიც „ჯორჯიან ეარვეისია“, არ იქნება მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ განაცხადა.

გიორგი კაკაურიძის თქმით, კონკრეტული მთავრობის გადაწყვეტილების უკან არ იცის რა დგას, თუმცა, დარწმუნებულია იმაში, რომ საქართველოში ყველა სახელმწიფო ორგანო აკეთებს ყველაფერს, რომ სანქციების გვერდის ავლა არ მოხდეს არც ერთი კომპანიების მიერ.

„უკრაინის მიერ დაწესებული სანქცია არ ნიშნავს საერთაშორისო სანქციას. „ჯორჯიან ეარვეისის“ ან ნებისმიერი კომპანიის სანქცირება, რომელიც დაარღვევს საერთაშორისო სანქციებს და ამის გამო დაასანქცირებენ, ეს არ არის კარგი, მაგრამ ბიუჯეტზე და ქვეყნის ეკონომიკაზე ისეთი კომპანიის დასანქცირება, როგორიც არის „ჯორჯიან ეარვეისი“, რა თქმა უნდა, არ იქნება მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი. თუმცა, უკრაინის მიერ სანქციების სიაში შეტანა არ ნიშნავს, რომ მასზე ვრცელდება საერთაშორისო სანქციები. საერთაშორისო სანქციების მიღებას აქვს თავის პროცედურები და წესი, როგორ მიიღება ეს გადაწყვეტილებები. ნამდვილად არ მაქვს მოლოდინი, რომ “ჯორჯიან ეარვეისი” თუ არ დაარღვევს სანქციებს (მე დიდი იმედი მაქვს, არც ერთი კომპანია არ დაარღვევს და ყველა აღასრულებს იმ სანქციებს, რომლებიც დაწესებულია როგორც ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, ისე ამერიკის მიერ), არ მოხვდება სანქცირებულთა სიაში. უკრაინის სანქცია არ ნიშნავს ევროკავშირის სანქციას“, – განაცხადა კაკაურიძემ.

უკრაინამ Georgian Airways, თამაზ და დავით გაიაშვილები დასასანქცირებელთა სიაში შეიყვანა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g