LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: ომი გაზაფხულის ბოლოსთვის დასრულდება

156
Untitled (2)

„ჩემი აზრით, გაზაფხულის მიწურულისთვის, ეს ომის დასრულდება“, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გადამდგარმა გენერალ-მაიორმა ვლადიმირ გავრილოვმა Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინულ ძალებს ყირიმში დაბრუნება დეკემბრის ბოლომდე შეუძლიათ.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან ბირთვული თავდასხმის შესაძლებლობა დაბალია, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ ეს არ არის საფრთხე, რომელიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეაჩერებს, ყველა ოკუპირებული ტერიტორია გაათავისუფლონ.

მინისტრი ასევე არ გამორიცხავს, რომ რუსეთი შესაძლოა, რაიმე მასშტაბური მოვლენის გამო, ე.წ. შავი გედის თეორიის წინაშე აღმოჩნდეს მომდევნო 2-3 თვის განმავლობაში, რაც შესაძლებლობას მისცემს უკრაინას, გარკვეულ წარმატებას მიაღწიოს ყირიმში, თუნდაც დეკემბრის მიწურულისთვის. რა შეიძლება იყოს ასეთი მასშტაბური მოვლენა, მინისტრი აღნიშნავს, რომ პუტინის გაუჩინარება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g