LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი +380 (63) 376 77 68; +380 (93) 761 17 17 მოქმედებს

72
საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო უწყება უკრაინაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და აცხადებს, რომ საქართველოს საელჩო კიევში და საკონსულოები საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმაციით, უკრაინაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისათვის ცხელი ხაზი ამოქმედდა.

განცხადებაშია აღნიშნულია, რომ დიპლომატიური წარმომადგენლობები მუდმივ რეჟიმში კონტაქტზე არიან ადგილზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან და მოუწოდებენ მათ გაითვალისწინონ შექმნილი რთული უსაფრთხოების გარემო.

„უკრაინაში ვითარების შემდგომი ესკალაციის მაღალი ალბათობის გათვალისწინებით, საქართველოს საელჩო ქ. კიევში და გენერალური საკონსულოები ქ.ოდესაში, ქ. დონეცკში (რეზიდენციით კიევი) გადასული არიან მუშაობის საგანგებო რეჟიმზე. უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი +380 (63) 376 77 68;  +380 (93) 761 17 17.

როგორც ცნობილია, აშშ, ევროკავშირის წვერი ქვეყნები მოუწოდებენ საკუთარ მოქალაქეებს დატოვონ უკრაინის ტერიტორია. შესაბამისად, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს კავშირზე დარჩნენ საქართველოს საელჩოსთან როგორც ოპერატიული ინფორმაციის მიღების, ისე მოქალაქეების მხრიდან უკრაინის ტერიტორიის დატოვების გადაწყვეტილების შემთხვევაში ლოჯისტიკური და საინფორმაციო მხარდაჭერისთვის“, – ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუსმა დიპლომატებმა უკრაინის დატოვება დაიწყეს: РИА Новости

კანადა, ავსტრალია და ახალი ზელანდია საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს

რომელი ქვეყნები მოუწოდებენ საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g