LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელი ქვეყნები მოუწოდებენ საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ

197
უკრაინა

აშშ, გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები, ლატვია, იაპონია და სამხრეთ კორეა – აღნიშნული ქვეყნები საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს.

აშშ-მა უკრაინაში მცხოვრებ ამერიკელ მოქალაქეებს ქვეყნის ტერიტორიის დასატოვებლად 48 საათი მისცა.

ამერიკელებმა ახლავე უნდა დატოვონ უკრაინა – საქმე გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს არმიასთან, ყველაფერი შეიძლება სწრაფად გამოვიდეს მწყობრიდან: ჯო ბაიდენი

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფოს ყველა მოქალაქემ „ახლავე უნდა დატოვოს ქვეყანა, სანამ კომერციული საშუალებები ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია“.

ლატვიის მიერ გავრცელებულ გზავნილში წერია, რომ არსებობს „უსაფრთხოების კუთხით სერიოზული საფრთხე რუსეთის მიერ“. კიევიდან დიპლომატების ოჯახების გაყვანის შესახებ განცხადება გააკეთა ისრაელმა.