LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის უმაღლესი რადა მსოფლიოს პარლამენტებსა და მთავრობებს მოუწოდებს ჩაკეტონ ცა კიევისა და ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის თავზე

421
რუსული ბომბდამშენები

უკრაინის უმაღლესმა რადამ მსოფლიოს მასშტაბით პარლამენტებს და მთავრობებს მიმართა, უკრაინის თავზე ცა ნაწილობრივ ჩაკეტონ. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის სპიკერმა რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის რეჟიმი ბომბავს კიევს, ხარკოვს, სუმის, ჰერსონს და სხვა დასახლებულ პუნქტებს. რისკის ქვეშ აღმოჩნდა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურიც.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ:

„უმაღლესი რადას სახელით მივმართავ მსოფლიო პარლამენტებსა და მთავრობებს. გრძელდება რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. მშვიდობიანი ქალაქები აღმოჩნდა ავია და სარაკეტო დარტყმების ქვეშ, არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობას შორის.

რუსეთის რეჟიმი ბომბავს კიევს, ხარკოვს, სუმის, ჰერსონს და სხვა დასახლებულ პუნქტებს. რისკის ქვეშ აღმოჩნდა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური, რომელიც მტრის მიერ არის დაკავებული. ოკუპანტებმა თავისი მოქმედებებით შეიძლება მიგვიყვანონ ეკოლოგიურ და ტექნოლოგიურ კატასტროფამდე“, – აღნიშნულია რუსლან სტეფანჩუკოს განცხადებაში.

როგორც მანვე აღნიშნა, უკრაინის შეიარაღებული ძალები მტერს ღირსეულ წინააღმდეგობას უწევენ. სტეფანჩუკოს თქმით, უკრაინა იცავს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ იმ ღირებულებებს, რომელსაც ეფუძნება ცივილიზებული სამყარო, ევროკავშირი და ნატო.

ვიტალი კლიჩკო: კიევი თავდაცვის ფაზაშია გადასული, სიტუაცია რთულია

უკრაინის დედაქალაქის, კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ზოგიერთ რაიონში  სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის, ქალაქი თავდაცვის ფაზაშია გადასული.

„ევროპისა და მსოფლიოს უსაფრთხოება საფრთხის ქვეშაა. მოგიწოდებთ გადამწყვეტად და ერთად გავუწიოთ წინააღმდეგობა ევროპული უსაფრთხოების სამართალწესრიგის განადგურების მცდელობას.

იმისთვის, რათა მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის რაოდენობა მინიმუმადე დავიყვანოთ, დავიცვათ უდანაშაულო უკრაინელი ბავშვებისა და ქალების სიცოცხლე, მსოფლიო კი ახალი ბირთვული კატასტროფისგან ვიხსნათ, მოგიწოდებთ ჩაკეტოთ ცა კიევისა და ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის გამოყოფილი ზონის თავზე“, – განაცხადა სტეფანჩუკმა.

რუსმა ოკუპანტებმა კიევის ოლქში ვორზელის დასახლება დაბომბეს – ნამსხვრევები ბავშვთა სახლს მოხვდა

 

magti 5g