LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის უმაღლესმა რადამ ადამიანის უფლებათა კომისრის თანამდებობიდან ლუდმილა დენისოვას გადაყენებას მხარი დაუჭირა

95
ლუდმილა დენისოვა

უკრაინის უმაღლესმა რადამ ადამიანის უფლებათა კომისრის თანამდებობიდან ლუდმილა დენისოვას გადაყენებას მხარი დაუჭირა.

როგორც UNIAN-ის კორესპონდენტი იუწყება, აღნიშნულ გადაწყვეტილებას ხმა უკრაინის 234-მა სახალხო დეპუტატმა მისცა.

უკრაინის სახალხო დეპუტატმა იაროსლავ ჟელეზნიაკმა თავის Telegram-ში დაწერა, რომ ამ თანამდებობისთვის დანიშვნას დღეს ხმას არავინ დაუჭერს.  ერთი დღით ადრე, SN-ის ფრაქციამ გამოაცხადა, რომ დენისოვას მიმართ უნდობლობის გამოსახატავად ხელმოწერები შეგროვდა.

30 მაისს კი თავად დენისოვამ განაცხადა, რომ „უკრაინის პრეზიდენტის აპარატის სახელით დაიწყო ხელმოწერების შეგროვება მისი თანამდებობიდან 31 მაისს გათავისუფლების შესახებ“. ომბუდსმენის განცხადებით, მის გასათავისუფლებლად გამოყენებული იქნება მექანიზმი, რომელიც ეწინააღმდეგება უკრაინის კონსტიტუციას.

უკრაინული მედიის ცნობით, დენისოვა ამ თანამდებობას 2018 წლის 15 მარტიდან იკავებდა. მანამდე კი იყო სოციალური პოლიტიკის მინისტრი იულია ტიმოშენკოს (2007-2010) და არსენი იაცენიუკის (2014) მთავრობებში.

2022 წლის 27 აპრილს ყოფილმა ბავშვთა ომბუდსმენმა მიკოლა კულებამ დენისოვა დამპყრობლებისთვის ინფორმაციის მიწოდებაში დაადანაშაულა. კერძოდ კი, იმის შესახებ, თუ სად იმალებოდა ხერსონში 58 ბავშვი. სავარაუდოდ, ამის შემდეგ რუსმა ოკუპანტებმა ისინი ყირიმში წაიყვანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g