უკრაინის უმაღლესმა რადამ ყოფილი ვიცე-პრემიერის, იულია სვირიდენკოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას მხარი დაუჭირა.
მის კანდიდატურას 450-წევრიანი პარლამენტის უმრავლესობამ, 262-მა წევრმა მისცა ხმა.
ახალი პრემიერის კანდიდატურას 22 წევრი ეწინააღმდეგებოდა, 26-მა დეპუტატმა კი ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.
ცნობისთვის, 2021 წლის ნოემბერში სვირიდენკომ ეკონომიკის მინისტრისა და პირველი ვიცე-პრემიერის თანამდებობები დაიკავა.
მისი მონაწილეობით 2025 წლის მაისში ამერიკასთან მინერალური რესურსების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა.