LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურიდან 28 თანამშრომელს დაითხოვენ

105
ზელენსკი

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურიდან 28 თანამშრომელს დაითხოვენ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი მუშაობის არადამაკმაყოფილებელი შედეგებია.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შესახებ. მიმდინარეობს სამსახურის საკადრო რევიზია, იწყება საკითხი 28 თანამდებობის პირის გათავისუფლების შესახებ. სხვადასხვა დონე, სხვადასხვა მიმართულება, თუმცა მსგავსი საფუძველი – მუშაობის არადამაკმაყოფილებელი შედეგები“, – განაცხადა ზელენსკიმ.

17 ივნისს ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა ქვეყნის გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ივან ბაკანოვი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები