LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის უშიშროების სამსახურის ცნობით, მეგის ქარდავას 4 ყალბი პასპორტი აღმოაჩნდა

267

უკრაინის უშიშრობის სამსახურის ინფორმაციით, მეგის ქარდავას დაკავებისას თან აღმოაჩნდა სხვადასხვა სახელზე გაფორმებული უკრაინის ორი, ლატვიის – ერთი და ბელიზის ერთი ყალბი პასპორტი, ასევე მეზღვაურის ყალბი მოწმობა, რომლითაც ის უკრაინის და სხვა ქვეყნების საზღვრებს კვეთდა.

უკრაინაში უკვე მიმდინარეობს სამხედრო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელის საქართველოში ექსტრადირების პროცედურა. უკრაინული კანონმდებლობის მიხედვით, თუ მეგის ქარდავა პოლიტიკურ თავშესაფარს მოითხოვს, მაშინ შესაძლოა, ამ საკითხის განხილვა ერთ წლამდე გაგრძელდეს.

თუმცა,პროკურორი ნათია სონღულაშვილი ვარაუდობს, რომ მეგის ქარდავას ექსტრადიცია უახლოეს მომავალში მოხდება.

“ამ ეტაპზე მეგის ქარდავას 40 დღიანი საექსტრადიციო პატიმრობა აქვს შეფარდებული. საექსტრადიციო პატიმრობის მაქსიმალური ვადა უკრაინის შიდა კანონმდებლობით ერთი წელია. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სრული ერთი წელი მოგვიწევს მოცდა. ჩვენ სრულად მოვამზადეთ ექსტრადირების დადებითად გადაწყვეტისთვის საჭირო დოკუმენტაცია, მათ შორის მიღებული გამამტყუნებელი განაჩენების ასლები. ექსტრადირების შემდეგ, მას მოუწევს უკვე მისჯილი სასჯელის მოხდის დაწყება, ხოლო იმ საქმეებზე, რომლებზეც განხილვა დაწყებული არ არის, მისი მონაწილეობით გაგრძელდება განხილვა. ყურადსაღებია, რომ ამ საქმეების დიდი ნაწილი არის ძალადობრივი და წამებებს შეეხება. ის ჩამოყვანილი იქნება ხუთ საქმეზე, როგორც მსჯავრდებული. რაც შეეხება უკრაინის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრობაში გატარებულ ვადას, ამ ვადას საქართველოში არსებულ პატიმრობის ვადასთან არ აქვს კავშირი. იქ გატარებული საპატიმრო ვადა, იმის მიხედვით თუ რა პერიოდი მოუწევს, აქ ჩამოყვანის შემდგომ ჩაეთვლება სასჯელის მოხდის ერთიან ვადაში”, – განმარტა პროკურორმა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g