LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უკრაინისა და რუსეთის ჩართულობით დისკუსიები კარგად მიმდინარეობს…“ – დონალდ ტრამპი

128
დონალდ ტრამპი

„აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინისა და რუსეთის ჩართულობით დისკუსიები კარგად მიმდინარეობს“, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.

დონალდ ტრამპი: „უკრაინაში ომის დასრულება გვინდა – ვფიქრობ, ვლადიმერ პუტინთან ერთად რაღაც მნიშვნელოვანს გავაკეთებთ“

ტრამპს მედიასთან დეტალები არ დაუკონკრეტებია:

„ჩვენ გვაქვს დაგეგმილი შეხვედრები და მოლაპარაკებები სხვადასხვა მხარესთან, მათ შორის უკრაინასთან და რუსეთთან და ვფიქრობ, რომ ეს დისკუსიები რეალურად საკმაოდ კარგად მიმდინარეობს“, – განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპის მიერ აღნიშნული კომენტარის გაკეთებამდე, მისმა სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინასა და რუსეთში, კიტ კელოგმა განაცხადა, რომ თუ რუსეთსა და უკრაინას ომის მოლაპარაკებების გზით მოგვარება სურთ, ორივე მხარეს გარკვეულ დათმობაზე წასვლა მოუწევს.

დონალდ ტრამპი: ვოლოდიმირ ზელენსკი ანგელოზი არ არის, არასდროს უნდა დაეშვა, რომ ეს ომი მომხდარიყო – შემეძლო ძალიან მარტივად მიმეღწია გარიგებისთვის და ზელენსკიმ გადაწყვიტა: „მინდა, ვიბრძოლო“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g