LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინული მედია: ხარკოვის დეოკუპირებულ ნაწილში რუსების მიერ მოკლული 534 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს

27
Untitled design (1)

ხარკოვის რეგიონის დეოკუპირებულ ნაწილში, უკრაინის 534 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ხარკოვის პოლიციის სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების ხელმძღვანელმა განაცხადა.

სერგეი ბოლვინოვის ინფორმაციით, მათ შორის არის 226 ქალი, 260 მამაკაცი, 19 ბავშვი და 29 ადამიანი, რომელთა სქესიც დადგენილი არ არის.

მისი თქმით, რეგიონის დეოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოაჩინეს რუსი სამხედროების მიერ მოწყობილი წამების 22 კამერა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g