LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინული მედია: რუსებმა ბურშტინსკას თბოსადგურს დაარტყეს, დაიბომბა ჩერნიგოვის და ვინიცის ოლქებიც

44
Untitled design (4)

დღეს, დღის მეორე ნახევარში უკრაინის სხვადასხვა რეგიონში საჰაერო განგაში იყო.

რუსმა სამხედროებმა სარაკეტო იერიში განახორციელეს რამდენიმე დასახლებაზე.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, აფეთქებების ხმა ისმოდა კიევში.

მედიაში გავრცელებული ცნობითვე, სარაკეტო იერიშები განხორციელდა ვინიცის ოლქზეც.

უკრაინული მხარის განცხადებით, დაიბომბა ჩერნიგოვის ოლქი. ივანო-ფრანკოვსკის რაიონში კი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტს დაარტყეს.

ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გაავრცელა ივანო-ფრანკოვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ სვეტლანა ონიშჩუკმა სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, რაკეტა ბურშტინის თბოსადგურს მოხვდა და ხანძარი გაჩნდა. ადგილზე კი მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები