LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინული მედია: რუსული არმიის გენერალი გერასიმოვი და სხვა ოფიცრები სამეთაურო პუნქტში ისხდნენ, როდესაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზუსტი დარტყმა განახორციელეს, გერასიმოვი დაიჭრა, დაიღუპა 20 ოფიცერი

13959
bee14b44-7a0e5b66a3dd66663de84af7743eeae3

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი უკრაინის ტერიტორიაზე, იზიუმის მახლობლად დაიჭრა, ხოლო 20 ოფიცერი დაიღუპა.

„66 წლის გერასიმოვი მარჯვენა ფეხშია დაჭრილი ძვლის მოტეხილობის გარეშე. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. არმიის გენერალი გერასიმოვი და სხვა ოფიცრები სამეთაურო პუნქტში ისხდნენ, როდესაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზუსტი დარტყმა განახორციელეს. წინასწარი ინფორმაციით, 20 ოფიცერი დაიღუპა“ , – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები