დონეცკის ოლქის გუბერნატორმა პავლო კირილენკომ განაცხადა, რომ უკრაინის ქალაქი ვოლნოვახა მთლიანად განადგურდა რუსეთის შემოჭრის შემდეგ“, – ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც რუსეთის შეჭრა დაიწყო, ვოლნოვახას მოსახლეობის უმეტესობა გაიქცა და ქალაქის ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი განადგურდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალაქი პრაქტიკულად აღარ არსებობს.
„ზოგადად, ვოლნოვახა თავისი ინფრასტრუქტურით, როგორც ასეთი, აღარ არსებობს“, – განუცხადა დონეცკის ოლქის გუბერნატორმა უკრაინულ ტელეარხ Direct-ს.
კირილენკოს თქმით, კვლავ მიმდინარეობს ბრძოლა, რათა თავიდან აიცილონ რუსეთის მიერ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორიის ალყაში მოქცევა.
ვოლნოვახა ძლიერი სარაკეტო დაბომბვისა და საჰაერო თავდასხმების ქვეშ იმყოფებოდა, რამაც ქალაქის თითქმის ყველა შენობის განადგურება გამოიწვია.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე