LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკვე 2 კვირაზე ნაკლებ დროში, ქუთაისიდან ავიამიმოსვლა 2 ახალი მიმართულებით დაიწყება

224
WizzAirPoprad-ST-give_credit

უკვე 2 კვირაზე ნაკლებ დროში, ქუთაისიდან ავიამიმოსვლა 2 ახალი მიმართულებით დაიწყება. კერძოდ, 1-ლი აგვისტოდან Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მეორე ბაზირებულ საჰაერო ხომალდს აბრუნებს და საქართველოდან პირდაპირ რეგულარული რეისების შესრულებას პარიზისა და ტალინის მიმართულებით განაახლებს.

თავდაპირველად, ტალინის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები ქუთაისიდან, 1-ლი აგვისტოდან კვირაში 2 სიხშირით ხოლო, პარიზის მიმართულებით – 4 აგვისტოდან, კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება.

ამასთან, ფრენის სიხშირეები გაიზრდება: ათენის, ბერლინის, ბარსელონას, რიგის, დორტმუნდის, მემინგენის, მილანის, პრაღის, სალონიკის და ვროცლავის მიმართულებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g