LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკვე ერთი კვირაა ვშიმშოლობ , არ ვიღებ არც მედიკამენტებს – წულაია მოსამართლისა და პროკურორის აცილებას ითხოვს

94
Untitled design (7)

პოლიტიკოსი გოგი წულაია, რომელიც სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ძალადობის ბრალდებით, უკვე მეორე თვეა დაკავებულია, პროტესტის ნიშნად ციხის საავადმყოფოში შიმშილობს.

ამის შესახებ პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს და ციხიდან მორიგ წერილს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“10 მაისის სასამართლო პროცესზე,რომელიც წინასწარ იყო დაგეგმილი, შოთაძის მონა პროკურორმა და მურუსიძის მონა მოსამარათლემ წინასწარი პატიმრობა ორი თვით გამიხანგძლივეს , რომლის შემდგომ ვეღარ მოვითმინდე და დედა მოვუკითხე , ორივე ძალიან მოწადინებული იყო ჩემი დაჭერით და ამ ფაქტის მერე რას იზამენ ხომ წარმომიდგენია..

მივიღე გადაწყვეტილება უკვე ერთი კვირაა ვშიმშოლობ , არ ვიღებ არც მედიკამენტებს , მოთხოვნა ერთია გამიკეთონ აცილება მოსამარათლეზე და ასევე პროკურორზე , რომელიც ჩემ დაჭერისას მონაწილეობას იღებდა ჩემს წამებაში და ღირსების შელახვაში”- წერს წულაია.

შეგახსენებთ, გოგი წულაიას, რომელიც მიმდინარე წლის 17 მარტს ძალადობის ბრალდებით დააკვეს, მოგვიანებით ბრალი დაუმძიმდა. 

ადვოკატის ინფორმაციით, 116-ე მუხლი, 138-ე მუხლად გადაკვალიფიცირდა, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას ნიშნავს და 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g