LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უკვე გაშინაურდა ზუგდიდსა და მარტვილში – ახალი ძმაკაცებიც შეიძინა, გარემოსაც შეეჩვია და მშობლიური კუთხის სიყვარულსაც სწავლობს“ – ნიკა მელია შვილის ფოტოებს გვიზიარებს

273
Untitled design (2)

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნიკა მელია სოციალურ ქსელში შვილის სანდრო მელიას ფოტოებს გვიზიარებს, რომელიც არდადეგებს სამეგრელოში ატარებს.

როგორც ნიკა მელია წერს, სანდრომ ზუგდიდსა და მარტვილში ახალი მეგობრები შეიძინა და მშობლიური კუთხის სიყვარულსაც სწავლობს.

„აქამდე სანდროს ცხოვრებაში სამეგრელო ძალიან ფრაგმენტულად ფიგურირებდა, რაზედაც გული მწყდებოდა – თუ ამ ასაკიდან არ შეეჩვეოდა და შეიყვარებდა მშობლიურ კუთხეს, მერე გაუჭირდებოდა და ვეღარ მოერეოდა გაუცხოებას.

მიხარია, რომ ახლა სამეგრელოშია – უკვე გაშინაურდა ზუგდიდსა და მარტვილში – ახალი ძმაკაცებიც შეიძინა, გარემოსაც შეეჩვია და მშობლიური კუთხის სიყვარულსაც სწავლობს😊“, – წერს ნიკა მელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები