LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“უკვე გოგოს გაზრდა საშიში გახდება ამ ქვეყანაში.. ყველას არ აქვს ევროპაში ან ამერიკაში გაქცევის საშუალება” – თამარ ივერი

192
84c77d70a0d9fe931ebed453ee1c8b27_XL

მეცო-სოპრანო თამარ ივერი ბოლო დროს მომხდარ შემთხვევებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“მოკლედ საით მივდივართ არ ვიცი.

ვიღაც უცნობი კაცი სკოლიდან ბავშვს უთვალთვალებდა, მერე გაჰყვა, დაადგა სახლში და შიგ უვარდებოდა!

მამის მეგობარმა, მეგობრის 12 წლის ქალიშვილთან ინტიმური მიმოწერა გააჩაღა ქალაქგარეთ იძალადა!

თერჯოლაში ქმარმა ცოლი მაღაზიაში ააფეთქა!

ცხრამუხაში, ეკლესიაში მონაზონ ქალზე სექსუალურად იძალადეს (!) !!!!

კომენტარი არ მაქვს ამ გამაოგნებელ შოკისმომგვრელ შემთხვევებზე და ეს ყველაფერი ხდება “დღისით მზისით” და ხდება არა თვეების, წლების, არამედ დღეების მანძილზე.

არ ვიცი რამ გაგვამხეცა… ვიტყოდი, რომ ფინანსურმა სიდუხჭირემ, პრობლემებმა და ხელმოცარულობამ ასე როგორ უნდა გაგაბოროტოს მეთქი, მაგრამ არა! ამ შემთხვევებში ფინანსური სიდუხჭირე და წარუმატებლობა არაფერ შუაშია… აქ სექსუალური მანიაკებისა და მაზოხისტების მომრავლებაზეა საუბარი და თუ ხალხმა ხმა არ აიმაღლა და სახელმწიფომ უმკაცრესი ზომები არ გაატარა ამ ავადმყოფების მიმართ.. უკვე გოგოს გაზრდა საშიში გახდება ამ ქვეყანაში!! ყველას არ აქვს ევროპაში ან ამერიკაში მექსიკის გავლით გაქცევის საშუალება!!!”, – წერს თამარ ივერი ფეისბუქში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g