LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკვე მეხუთე ტალღის პიკი გვაქვს, თუ 9000-მდე ავა ინფიცირებულთა მაჩვენებელი, კლინიკური სექტორი მართვას ვერ აუვა: თენგიზ ცერცვაძე

235
1703677350

თუ 9000-მდე ავა ინფიცირებულთა მაჩვენებელი, კლინიკური სექტორი მართვას ვერ აუვა, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ “რუსთავი2”-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში უკვე მეხუთე ტალღის პიკია.

“ყველაფერს ზღვარი აქვს, ჯანდაცვის სექტორი უნდა გამოვცადოთ ზეზღვრულ დატვირთვებზე. უკვე მეხუთე ტალღის პიკია, მაგრამ, ჯერჯერობით, ექიმის გარეშე არავინ დარჩენილა. უნდა შევიკავოთ თავი შეკრებებისგან, თუ 9000-მდე ავა ინფიცირებულთა მაჩვენებელი, კლინიკური სექტორი მართვას ვერ აუვა,”- აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4104 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 67 პაციენტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები