ნოე სულაბერიძისა და ჯანეტ ქერდიყოშვილის პატარა ქალიშვილი ანნა 8 თებერვალს 4 წლის გახდა.
ანნამ დღესასწაული ფერად გარემოში, ნევერლენდის დაბადების დღის ცენტრში, მეგობრების, ოჯახის წევრებისა და ახლობლების გარემოცვაში აღნიშნა.
როგორ აღნიშნა ანნა სულაბერიძემ დაბადების დღე
დაბადების დღის წვეულებაზე გადაღებული ფოტოები ახლახან გავრცელდა, ანნა ცისფერ სადღესასწაულო კაბაშია გამოწყობილი. აღსანიშნავია, რომ წვეულებას სხვადასხვა ცნობადი სახე ესწრებოდა, მათ შორის მომღერალი სოფო ნიჟარაძე, ქალიშვილთან, ელის მარიასთან ერთად.