LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ულამაზესი და დახვეწილი დედა-შვილი“ – ეკა კახიანი და ნინი ბადურაშვილი საზოგადოების გაოცებას არ წყვეტენ

3956
ეკა-კახიანი

მას შემდეგ, რაც მომღერალმა ანრი ჯოხაძემ სოლო კონცერტი გამართა, საზოგადოება აქტიურად განიხილავს დეტალებს. აღსანიშნავია, რომ ფილარმონიის დიდ სცენაზე ანრიმ ნაცნობი ჰიტები დუეტში სხვადასხვა მომღერლებთან ერთად შეასრულა.

განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა ცნობილი დედა-შვილი, მომღერლები  ეკა კახიანი და ნინი ბადურაშვილი. ელეგანტურ ბრჭყვიალა კაბაში გამოწყობილი ეკა და ნინი სცენაზე ბრწყინავდნენ.

დედა-შვილმა ცოტა ხნის წინ ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც სავარაუდოდ, კონცერტის მსვლელობისას, საგრიმიოროში გადაიღო. აღსანიშნავია, რომ ეკა კახიანს დიზაინერ ლაშა ჯოხაძის კაბა აცვია.

ეკა და ნინის სილამაზით მოხიბლული საზოგადოების ნაწილი გაოცებას არ წვეტს და სოციალურ ქსელში დედა-შვილს კომპლიმენტებით ავსებს.

„ძალიან ლამაზი და დახვეწილი“, „ულამაზესი დედა-შვილი“ – უწერენ აღფრთოვანებული მიმდევრები.

ვიდეო: ანრი ჯოხაძის დუეტი ეკა კახიანთან და ნინი ბადურაშვილთან – მომღერლები სცენაზე ბრწყინავენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g