LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ულამაზესი და ნიჭიერი მოცეკვავე, რომელსაც დიდი მომავალი აქვს“ – 15 წლის გიორგი ფხიკიძე „სუხიშვილებმა“ აიყვანეს

4651
გიორგი ფხიკიძე

ხაშურის ქორეოგრაფიული ანსამბლი „ოქროს ფარი“ სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს – ანსამბლის ცნობით, მათი მოცეკვავე, 15 წლის გიორგი ფხიკიძე ცეკვას ანსამბლ „სუხიშვილებში“ აგრძელებს.

„ხაშურელი მოცეკვავე „სუხიშვილებმა“ აიყვანეს – გაიცანით, 15 წლის გიორგი ფხიკიძე, რომელიც „სუხიშვილების“ ბავშვთა პროფესიონალურ ანსამბლში კასტინგის შედეგად ჩაირიცხა და რუსთაველის თეატრში გამართულ სოლო კონცერტზე ხუთი ქორეოგრაფიული ნომერი შეასრულა.

პედაგოგი: „სუხიშვილების“ სოლისტი დავით ჭანიშვილი.

წარმატებები ვუსურვოთ ამ ულამაზეს და ნიჭიერ მოცეკვავეს, რომელსაც ნამდვილად დიდი მომავალი აქვს.

ასეთ თაობებს ზრდის „ოქროს ფარი“, – წერია ანსამბლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g