მალიბუში მდებარე სახლის შემდეგ ლეონარდო დიკაპრიო კიდევ ერთ სახლს ყიდის, „დეილი მეილის“ ინფორმაციით, უძრავი ქონების ღირებულება 2.395 მილიონი დოლარია. მსახიობმა სახლი 2014 წელს იყიდა.
სახლი ლოს-ანჯელესთან ახლოს მდებარეობს.1937 წელს აშენებულ სახლში ოთხი საძინებელი, სამი სააბაზანო, ულამაზესი ეზო და საცურაო აუზი აქვს.
სახლი დიდია და ნათელი, ოთახების უმეტესობას ეზოში გამავალი ფრანგული კარები აქვს.