LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ულამაზესი მოცეკვავე სოციალური ქსელიდან გაიცნო საქართველომ. მას დაუდგინდა იშვიათი სახეობის იუნგის სარკომა…“ – ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრი სამძიმრის წერილს ავრცელებს

2771
Teona museliani

ქართველი ახალგაზრდა ქორეოგრაფი და მოცეკვავე, თეონა მუსელიანი, რომელიც იუნგის სარკომას ებრძოდა, გარდაიცვალა.

ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრი ღრმა სამძიმარს უცხადებს თეონა მუსელიანის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს და ქორეოგრაფიულ საზოგადოებას.

„ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ახალგაზრდა მოცეკვავისა და ქორეოგრაფის თეონა მუსელიანის (1990-2025)

გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, სრულიად საქართველოს ქორეოგრაფიულ საზოგადოებას.

ულამაზესი მოცეკვავე სოციალური ქსელიდან გაიცნო საქართველომ. მას დაუდგინდა იშვიათი სახეობის იუნგის სარკომა. ოპერაციამ და ქიმიურმა თერაპიამ შედეგი ვერ გამოიღო. თითქმის მთელი საქართველო უგროვებდა თეონას საზღვარგარეთ სამკურნალო თანხას. სამწუხაროდ, ყველაფერი იყო ამაო…“

ქართველი ახალგაზრდა ქორეოგრაფი და მოცეკვავე, თეონა მუსელიანი, რომელიც იუნგის სარკომას ებრძოდა, გარდაიცვალა. ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრი ღრმა სამძიმარს უცხადებს თეონა მუსელიანის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს და ქორეოგრაფიულ საზოგადოებას. თეონა მუსელიანი ფართო საზოგადოებამ სოციალური ქსელების მეშვეობით გაიცნო — ათასობით ადამიანმა მოიყარა თავი, რომ მისთვის საზღვარგარეთ საჭირო სამკურნალო თანხა შეეგროვებინათ. სამწუხაროდ, ოპერაციამ და ქიმიოთერაპიამ შედეგი ვერ გამოიღო და თეონა მალევე წავიდა.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g