მომღერალი მარიტა როხვაძე იუბილარია. მარიტამ დაბადების დღე მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა.
სოციალურ ქსელში მარიტას დაბადების დღის უამრავი კადრი გავრცელდა.
„მხიარული და გადარეული“, „სულ ასეთი ბედნიერი უნდა იყო“, – წერენ მომღერლის მეგობრები.
დაბადების დღის ულამაზეს თეთრ ტორტზე დანთებული სანთლები მარიტამ რჩეულთან, დავით ტაბიძესთან ერთად ჩააქრო.
შეგახსენებთ, მომღერალს დავით ტაბიძემ ხელი ორი წლის წინ, საკუთარ დაბადების დღეზე სთხოვა.
