LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიტა როხვაძე: „ერთ დღეში გავჭაღარავდი, მეორე დღეს რომ გავიღვიძე და თმა გადავიწიე, სულ ჭაღარა ვიყავი…“

3148
მარიტა როხვაძე

მარიტა როხვაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ იხსენებს დღეს, როდესაც ერთ დღეში გაჭაღავადა საყვარელი ადამიანის დაკარგვის გამო:

„ყველაზე დიდი ტკივილი და განცდა საყვარელი ადამიანის დაკარგვა იყო. ერთ დღეში გავჭაღარავდი. გავიღვიძე მეორე დღეს და თმა რომ გადავიწიე, სულ ჭაღარა ვიყავი. მამაჩემის გაზრდილი ვარ და ბევრი მეუბნება, შენში მისი გავლენა იგრძნობაო. ძალიან ძნელია, როცა უცებ გეცლება ხელიდან მესაიდუმლე, მეგობარი, მამა, ძმაკაცი, საყრდენი ადამიანი, მამაჩემს არასდროს არაფერს ვუმალავდი. რაც კი ხდებოდა, პირველმა მან იცოდა. მისი წასვლის შემდეგ მიჭირდა დაძინება და მედიკამენტებს ვსვამდი, რომ დამეძინა და ადეკვატური ვყოფილიყავი. ექვსი წელი მალე გავიდა, დღემდე ვერ ვიაზრებ, რომ არ მელოდება, თუმცა სულ მაქვს მასთან კომუნიკაცია და ვიცი, ჩემი მფარველი ანგელოზია…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g