ღმერთი – რჯული, როგორ არ მინდოდა მე აქამდე მივსულიყავი. თქვა რაინდმა ლევან ვასაძემ და იქვე განმარტა მიზეზები, რის გამოც პოლიტიკაში შემოსვლა გადაწყვიტა.
ლევან ვასაძის პოლიტიკაში შემოსვლას ბევრი ინტერესით და უფრო მეტი იუმორით შეხვდა. ეს თავად ვასაძისთვის მოულოდნელობა არ იქნებოდა, რადგან ბრიფინგზე, რომელიც 40 წუთი გაგრძელდა, თავადვე აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, სოციალურ ქსელში მას კრიტიკა არ მოაკლდებოდა.
"მივიღე ჩემთვის, პირად ჭრილში მძიმე გადაწყვეტილება" - რამ გადააწყვეტინა რაინდ ლევან ვასაძეს პოლიტიკაში წასვლა
ლევან ვასაძეს რაინდის წოდება 2013 წელს მიენიჭა.
ექსპერტი გია ხუხაშვილი ვასაძის პოლიტიკაში მოსვლის შეფასებისას აღნიშნავს, რომ ის ხმებს ღარიბაშვილს წაართმევს.
„დარჩა ღარიბაშვილი ამომრჩევლის გარეშე.
ულტრა-კონსერვატული ფლანგი ვასაძეს მიაქვს…
მშვიდობა-სტაბილურობა გახარიას…
ნუ, რასაც იყიდის მხოლოდ ის რჩება…“ – წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.
