„მოკალი ბილის“ 45 წლის ვარსკვლავმა, უმა ტურმანმა „ინსტაგრამზე“ ფოტოები გააზიარა, სადაც 3 წლის ქალიშვილს ის ცურვას ასწავლის. ფოტოზე გამოსახულია პატარა ლუნა დედასთან ერთად.
შეგახსენებთ, რომ გოგონა, რომლის სრული სახელია როზალინდა არუშა არკადინა ალტალუნ ფლორენს ტურმან-ბუსონი, უმას არპად ბუსონთან ქორწინებიდან ჰყავს. მსახიობს ასევე 17 წლის მაილო და 14 წლის ლევონი ჰყავს იტან ჰოუკისგან.
ტურმანი ხშირად აკეთებს აქცენტს იმაზე, რომ შვილები ყველაფერია, რაზეც ადამიანებს ოცნება შეუძლიათ.