LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უმა თურმანისა და ითან ჰოუკის ქალიშვილი დაქორწინდა – ვინ არის მაია ჰოუკის რჩეული

198
page

უმა თურმანისა და ითან ჰოუკის ქალიშვილი დაქორწინდა. 27 წლის მსახიობის, მაია ჰოუკის რჩეული, მუსიკოსი კრისტიან ლი ჰადსონია.

საქორწილო ცერემონია ნიუ-იორკში გაიმართა. წვეულებას ესწრებოდნენ პატარძლის მშობლები, უმა და ითანი. ახალდაქორწინებულების პირველი ფოტოები გამოცემა People-მა გაავრცელა.

პატარძალს კლასიკური თეთრი კაბა ეცვა, ფართო ქვედაბოლოთი და ბუმბულით გაფორმებული მოსასხამით. 35 წლის კრისტიან ლი კი სმოკინგში იყო გამოწყობილი. 55 წლის უმა თურმანი ცისფერი კაბით გამოჩნდა, ითანს კი კლასიკურ კოსტიუმი ეცვა.

უმა თურმანი და მაია ჰოუკი მოდური გამოცემების გარეკანს ამშვენებენ

უმა თურმანმა 21 წლის ვაჟი, ლევონ ჰოუკი გამოაჩინა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები