პოპულარული სერიალის, „უცნაური ამბების“ მესამე სეზონში მონაწილეობას უმა თურმანისა და ითან ჰოუკის ქალიშვილი, მაია თურმან ჰოუკი. ამის შესახებ ინფორმაცია Netflix-მა ოფიციალურად დაადასტურა.
მაია პერსონაჟს სახელად რობინი განასახიერებს, რომელიც თავგადასავლის ძიებაში ქალაქ ჰოკინსის „ბნელ მხარეს“ გახსნის. ახალი სეზონის პრემიერა 2019 წლის დასაწყისში იგეგმება. გოგონასთვის ეს კინოდებიუტი არ არის, გასულ წელს ის BBC-ის სერიალში „პატარა ქალები“ მონაწილეობდა.
მსახიობის პროფესიის გარდა კი ის მოდელის კარიერას იწყობს, მაია წარმატებით თანამშრომლობს ისეთ ბრენდებთან, როგორიც არის All Saints და Calvin Klein.