უმა ტურმანი, რომელსაც საზოგადოება წლების მანძილზე ღია ფერის თმით იცნობს, მუქი ფერის ვარცხნილობით გამოჩნდა. 46 წლის ლამაზმანი კალენდარ Pirelli 2017-ის პეზენტაციაზე პარიზში გამოჩნდა.
ლეგენდარული ვარსკვლავი საფრანგეთის დედაქალაქში ნიკოლ კიდმანთან და ფოტოგრაფ პიტერ ლინდბერგთან ერთად ჩავიდა, სადაც მათ ერთობლივი ნამუშევრები წარმოადგინეს.
შეგახსენებთ, რომ ცნობილი კალენდრისთვის ტურმანმა მაკიაჟის გარეშე იპოზიორა, ფოტოები კი ტრადიციულად შავ-თეთრ სტილში გადაიღეს.