LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უმაგრესი ხარ ნინო!! რეპეტიციებზე ვაგვიანებდი, რა ტემპშიც მინდოდა, ისე ვმღეროდი, დარბაზის კარებიც ჩამიკეტეს.. შეეგუეთ და ნუ მოთქვამთ დიქტატურაზე“ – როგორ ეხმიანება თამარ ივერი ნინო სუხიშვილის კადრებს, რომელსაც კრიტიკა მოჰყვა

1674
Untitled design (1)

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში ანსამბლმა „სუხიშვილებმა“ გაავრცელა კულისებში, რეპეტიციაზე გადაღებული კადრები, რომელშიც ანსამბლის ხელმძღვანელი ნინო სუხიშვილი მოცეკვავეებს მიმართავს.

ნინო სუხიშვილი კულისებში: „ან ცეკვავ ისე, როგორც მოვითხოვ, ან საერთოდ არ ცეკვავ, მიდიხარ ჩემგან“

ვიდეომ სოციალური ქსელის მომხმარებლებში არაერთგვაროვანი შეფასებები გამოიწვია, საზოგადოების ნაწილმა ნინო სუხიშვილის მიმართვის ტონი გააკრიტიკა.

აღნიშნულს სოციალურ ქსელში ეხმიანება საოპერო მომღერალი თამარ ივერი:

„უმაგრესი ხარ ნინო!! ასეა, სიმკაცრეში და დისციპლინაში იდება დიდი შედეგები! მახსოვს, მეც „ქართული დისციპლინით“ ჩავედი თავიდან ევროპის თეატრებში… რეპეტიციებზე ვაგვიანებდი, რა ტემპშიც მინდოდა, ისე ვმღეროდი, როგორც მე მინდოდა, სცენაზე ისე ვიცვამდი, დირიჟორის მოთხოვნებს ერთი ყურიდან მეორეში ვუშვებდი და… მათი უკომპრომისო სიმკაცრით (მახსოვს დარბაზის კარებიც ჩამიკეტეს მხოლოდ 5 წუთი რეპეტიციაზე რომ დავაგვიანე) და 2-3 თვეში უკვე, მოწოდების სიმაღლეზე ვიდექი!!!

რატომ იყვნენ სპარტანელები ყველაზე მაგრები და ამტანები… სწორედ მათი სასწაულად გამორჩეული დისციპლინის გამო! ასე რომ, შეეგუეთ და ნუ მოთქვამთ დიქტატურაზე… დიდი საქმეები სწორედ ასეთი მიდგომით მიიღწევა. რომ ხართ აღფრთოვანებული დიდი სპორტსმენების და ხელოვანების მიღწევების ყურებით… იქ ისიც იცოდეთ, რომ ყოველ მათგანს ოდესღაც მისი „ნინო სუხიშვილი“ ჰყავდა ზედამხედველად!!“, – წერს თამარ ივერი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g