იტალიერლი ფილოსოფოსი და მწერალი უმბერტო ეკო 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ოჯახის წარმომადგენლის თქმით, მწერალი პარასკევს საღამოს საკუთარ სახლში გარდაიცვალა, სხვა დეტალები ცნობილი არ არის.
უმბერტო ეკო პატარა ქალაქ ალესანდრიაში დაიბადა, ტურინთან ახლოს, 1932 წელს.
1954 წელს მან დაამთავრა ტურინის უმივერსიტეტი, სადაც შუასაუკუნეების ფილოსოფიასა და ლიტერატურას სწავლობდა.
პირველი რომანი – „ვარდის სახელით“ – ეკომ 1980 წელს გამოაქვეყნა. წიგნი მისი ლიტერატურული ნაშრომებიდან ყველაზე პოპულარული გახდა, რომანის მიხედვით 1986 წელს გადაღებულ ფილმში მთავარი როლი შონ კონერმა ითამაშა.
მეშვიდე და უკანასკნელი რომანი „ნული ნომერი“ 2015 წელს გამოქვეყნდა.
თავად ეკო მიიჩნევდა, რომ მწერლობა არ იყო მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი.
„ფილოსოფოსი ვარ, რომანებს ვწერ მხოლოდ დასვენების დღეებში,“ – ამბობდა იგი.