LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უმნიშვნელოვანესია ალტერნატიული, ძლიერი მოთამაშის გაჩენა პოლიტიკურ ველზე: გიორგი მარგველაშვილი

109
giorgi-margvelashvili--1-1-

“უმნიშვნელოვანესია ალტერნატიული, ძლიერი მოთამაშის გაჩენა პოლიტიკურ ველზე,” – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აკეთებს.

მისი განცხადებით, ქართველი ხალხი და ჩვენი პარტნიორები არ არიან მზად იმისთვის, რომ ხელისუფლება გადააბარონ რომელიმე ერთ მოთამაშეს, ან ქართულ ოცნებას, ან ნაციონალურ მოძრაობას.

“უმნიშვნელოვანესია ალტერნატიული, ძლიერი მოთამაშის გაჩენა პოლიტიკურ ველზე და ამ ძლიერი მოთამაშის მეშვეობით იმ ნათელი, განჭვრეტადი მომავლის ჩვენება, რომელშიც კოალიციური მმართველობა ამ ალტერნატიული ძალის ირგვლივ ფორმირდება – ამბობს გიორგი მარგველაშვილი “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემა “მთავარ დებატებში” საუბრისას.

კითხვაზე, ასეთი ძალის შექმნის შემთხვევაში, აპირებს თუ არა თავად პოლიტიკაში აქტიურად ჩართვას, გიორგი მარგველაშვილი პასუხობს:

მე ამ ბრძოლაში ვიქნები ერთ ერთი რიგითი ჯარისკაცი ისე, როგორც ყოველთვის ვიყავი ხოლმე, როდესაც საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში ჩემ როლს ვთამაშობდი” – ამბობს გიორგი მარგველაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g