LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უმრავლესობა გახარიას გუნდს ოპოზიციის კონკურენტად ხედავს

69
guram-macharashvili-w-h

„ვფიქრობ, რომ გახარიას გუნდს „ქართულ ოცნებასთან“ კონკურენცია ნაკლებად ექნება, მათი კონკურენტი შეიძლება იყოს სხვა ოპოზიციური პარტიები“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა „ფორტუნას“ გადაცემა „დღის თემაში“ უმრავლესობიდან წასული დეპუტატებისა და გიორგი გახარიას ახალ გუნდზე საუბრისას განაცხადა.

მაჭარაშვილი ამბობს, რომ ის ადამიანები, ვინც თვლიდნენ, რომ უნდა ყოფილიყვნენ გიორგი გახარიას გუნდში უკვე წავიდნენ და მისი თქმით, ამ ეტაპზე მმართველი გუნდის დატოვებას არცერთი წევრი არ აპირებს.

„კონკურენტად ამ შემთხვევაში „ქართული ოცნებისთვის“ არის მხოლოდ ის გამოწვევები, რაც ქვეყანაში გვაქვს. თუმცა აღვნიშნავ, რომ ჯერ თავადაც არ აქვთ ჩამოყალიბებული რა პრინციპით მოდიან.

ამ ეტაპზე რათქმაუნდა არანაირი კონკურენციაზე არ შეიძლება იყოს საუბარი, თუმცა სამომავლოდ ალბათ კონკურენცია ოპოზიციურ პარტიებს შორის იქნება. ვფიქრობ, რომ გახარიას გუნდს „ქართულ ოცნებასთან“ კონკურენცია ნაკლებად ექნება, მათი კონკურენტი შეიძლება იყოს სხვა ოპოზიციური პარტიები“,-განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს პარტია „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო უმრავლესობა 6-მა დეპუტატმა დატოვა. გიორგი ხოჯევანიშვილი, ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური, ალექსანდრე მოწერელია, შალვა კერესელიძე და მიხეილ დაუშვილი გიორგი გახარიასთან ერთად ახალ პოლიტიკურ პარტიას ქმნიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g