LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უმრავლესობა ოპოზიციონერებს იმუნიტეტს პარტყა-პურტყით ვერ მოუხსნის, ეს არის კიდევ ერთი დიდი გამარჯვება: გიორგი ვაშაძე

42
ვაშაძე-გიორგი

რეგლამენტში ცვლილებების პროექტს ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარადგენენ. სიახლის თანახმად, თუ აქამდე იმუნიტეტის მოსახსნელად უბრალო უმრავლესობა საკმარისი იყო, ახლა საჭიროა სულ მცირე 90 დეპუტატის ხმა.

პარლამენტის ფრაქცია – „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ წევრი და პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, რეგლამენტში ცვლილების შეტანა შარლ მიშელის დოკუმენტის მიღწევაა.

„უმრავლესობა ოპოზიციონერებს იმუნიტეტს  პარტყა-პურტყით ვერ მოუხსნის, ეს არის კიდევ ერთი დიდი გამარჯვება. რეგლამენტში ცვლილებების შეტანა არის შარლ მიშელის დოკუმენტის მიღწევა,“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

magti 5g