ანჯელინა ჯოლი და მისი 16 წლის ქალიშვილი, ვივიენი ლოს-ანჯელესში სეირნობის დროს გადაიღეს. ვარსკვლავურ დედა-შვილს ყოველდღიური სამოსი ეცვა და მშვენივრად გამოიყურებოდა.
ცნობისთვის, 49 წლის ანჯელინა ჯოლის წონის შესახებ კვლავ დიდი მითქმა-მოთქმაა ატეხილი. მსახიობი ძალიან გამხდარია. ცნობილი ექიმი გეიბ მირკინი გამოცემასთან ინტერვიუში ეჭვს გამოთქვამს, რომ ჯოლის ოსტეოპოროზი აქვს, ეს მეტაბოლური დაავადებაა, რომლის გამოც წონა მკვეთრად იკლებს.
შეცვლილი ანჯელინა ჯოლი და უკმაყოფილო ვივიენი – ვარსკვლავური დედა-შვილის უახლესი გამოჩენა

