მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის 20 წლის ქალიშვილმა, დევამ ამჯერად Vanity Fair-ის გარეკანი დაამშვენა. ის ფოტოობიექტივში თავის კოლეგებთან ერთად მოხვდა, რომლებიც მასთან ერთად „ნეტფლიქსის“ ახალ სერიალში „ლეოპარდი“ იღებენ მონაწილეობენ.
ცნობისთვის, დევა სერიალში მთავარ როლს ასრულებს. მას კი პარტნიორობას მისი რჩეული, სოლ ნანნი უწევს. სერიალში მოქმედება სიცილიაში ვითარდება. სიუჟეტის ცენტრში დიდგვაროვანი ფაბრიციო სალინაა, რომელიც ურთულესი არჩევანის წინაშე დგება, დათანხმდეს თუ არა ქალიშვილის ქორწინებაზე ქონების გადასარჩენად, თუ მისცეს მას უფლება არჩევანი სიყვარულით გააკეთოს. სერიალი იტალიელი მწერლის, ჯუზეპე ტომაზი დი ლამპედუზას ნაწარმოების მიხედვითაა გადაღებული. ის ეკრანებზე მიმდინარე წლის მარტში გამოვა.
აღსანიშნავია, რომ 1963 წელს ლუკინო ვისკონტიმ ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო, სადაც მთავარ როლს ალენ დელონი ასრულებდა.
მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის ქალიშვილი, დევა თვალწარმტაც ფოტოსესიაში
მშვენიერი დევა კასელის პირველი კადრები სერიალიდან „ლეოპარდი“