მას შემდეგ, რაც ვენსან კასელის შეყვარებულის, ნარა ბაპტისტას ორსულობის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, მედია განსაკუთრებული ყურადღებით ადევნებს თვალს კასელის „ინსტაგრამს“.
ჯერჯერობით მას სასიხარულო ინფორმაციასთან დაკავშირებით, არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია და არც საყვარელი ქალის ფოტო გაუვრცელებია.
სამაგიეროდ, მან საათების ბრენდის სარეკლამო რგოლში მიიღო მონაწილეობა, ვიდეოც გააზიარა.
პარალელურად ამისა, 27 წლის უმშვენიერესმა ნარამ „ინსტაგრამ სთორიში“ ფოტო გაავრცელა, როგორც მისი პოსტებიდან ჩანს, გოგონა ღამის კლუბში იმყოფებოდა.
ცნობისთვის, კასელს მონიკა ბელუჩისთან ქორწინებიდან ორი ქალიშვილი, 20 წლის დევა და 14 წლის ლეონი ჰყავს, ტინა კუნკათან კი, 4 წლის გოგონა ამაზონი.
57 წლის ვენსან კასელი მეოთხე შვილს ელოდება – ნარა ბაპტისტა ფოტოებს ავრცელებს