227 000 უმუშევარი ბრიტანელი, რომელთა ასაკიც 18-24 წელია, გეგმავენ, რომ სამუშაო ბაზარზე აღარასდროს გავიდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ crisis.org.uk ავრცელებს.
კვლევამ აჩვენა, რომ თითქმის ნახევარი მილიონი ახალგაზრდა, რომელიც ამ დროისთვის არ მუშაობს, დარწმუნებულია სამუშაოს ვერც ვერასდროს იშოვის.
18-24 წლის ახალგაზრდების გამოკითხვამ აჩვენა, რომ უმუშევარი ბრიტანელები არც სწავლობენ და ცხოვრების წესის შეცვლას მომავალშიც არ გეგმავენ.
კვლევამ ისიც აჩვენა, რომ თითქმის 30%-ის აზრით, კარიერული ამბიციების რეალიზება ჩვენს რეალობაში შეუძლებელია.
ეს შიშები ყველაზე მაღალია მათ შორის, ვინც ახალგაზრდობაში გარკვეულ სიძნელეებს გადააწყდა.
მეცნიერებს არ დაუკონკრეტებიათ, თუ რატომ ამბობს ამდენი ახალგაზრდა სამუშაოს ძებნაზე უარს.