LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“უმუშევრობა შემცირდა და გაიზარდა დასაქმება” – “დამსაქმებელთა ასოციაციის” პრეზიდენტი

162
დასაქმება

„დამსაქმებელთა ასოციაციის“ პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში უმუშევრობა შემცირდა. მელაძე მიზეზებს შორის ტურისტების შემოდინებას გამოყოფს, რამაც ბიზნესის გამოცოცხლება გამოიწვია.

„ჩვენი სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, უმუშევრობა შემცირდა და გაიზარდა დასაქმება. ამას ხელი შეუწყო ბევრმა ფაქტორმა. იცით, რომ ტურისტული და სასტუმრო ბიზნესი კარგად გამოცოცხლდა, მან აანაზღაურა ის დანაკარგები, რაც პანდემიის წლებში იყო. ტურისტების დიდმა შემოდინებამაც გაააქტიურა“, – აღნიშნავს მელაძე.

ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, რეალურ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ დამსაქმებლებს დიდი მოთხოვნა აქვთ სპეციფიკური სპეციალობის უნარების მქონე ადამიანებზე, რისი დეფიციტიც ქვეყანაშია.

„ახალი საწარმოების შექმნა ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, თუმცა აქ რეალური პრობლემა გვაქვს ის, რომ ჩვენ, დამსაქმებლებს, დიდი მოთხოვნა გვაქვს სპეციფიკური სპეციალობის უნარების მქონე ადამიანებზე, რისი ძალიან დიდი დეფიციტიც არის.

ჩვენი დამსაქმებლები, რა თქმა უნდა, დაინტერესებულები არიან, რომ ჰყავდეთ ისეთი ადამიანები, რომლებიც მათ ბიზნესს განავითარებენ, იმ უნარის მქონე იქნებიან, რაც აუცილებელია ამა თუ იმ კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე. სამწუხაროდ, მათი მოძიება რთულია. სახელმწიფო პოლიტიკიდან გამომდინარე, რაც პროფესიულ განათლებას გულისხმობს, ბევრი შეთავაზებაა. ბიუჯეტიდან ფინანსდება პროგრამები, რომ მათ ახალი სპეციალობა მიიღონ და მოერგონ შრომის ბაზრის მოთხოვნებს. სამწუხაროდ, არსებული მართვის პროცესი ვერ გვაძლევს იმ შედეგებს, რაც საზოგადოებას სჭირდება“, – აღნიშნავს ელგუჯა მელაძე „მედიაცენტრ მთავარში“.

magti 5g