საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის მე-2 კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.8 პროცენტით გაიზარდა და 22.1 პროცენტი შეადგინა.
დასაქმებისა და უმუშევრობის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით:
► 2021 წლის მე-2 კვარტალში სამუშაო ძალამ (ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ) შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 51.4 პროცენტი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.1 პროცენტული პუნქტით მეტია;
► დასაქმების დონე შემცირებულია 1.0 პროცენტული პუნქტით და 40.1 პროცენტს შეადგენს;
► სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალაქის ტიპის დასახლებებში გაიზარდა 1.0 პროცენტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 1.3 პროცენტით.
► დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირდა 0.5 პროცენტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 1.7 პროცენტით.
