ბავშვისთვის საშინაო დავალებაში დახმარება არც ისე სასარგებლოა, როგორც შეიძლება მიიჩნევა.
ბევრი მშობლისთვის შვილებისთვის საშინაო დავალებაში დახმარება ჩვეულებაა და მიაჩნიათ, რომ ეს ის საუკეთესოა რითაც შეიძლება დაეხმარონ.
ამერიკელებმა კვლევა ჩაატარეს, რომლებიც საჯარო და კერძო დაწყებით სკოლებს მოიცავდა. ჯგუფმა ვერ მიაგნო მნიშვნელოვან კავშირს მშობლების დახმარებასა ა ბავშვის მიღჭევებს შორის.
„მიღებული შედეგები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მშობლების მიერ ბავშვებისთვის საშინაო დავალებაში დახმარებისა და კონტროლის მრავალწლიან ტრადიციას“, – წერენ მკვლევრები და აღნიშნავენ, რომ არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ჭკვიანია ბავშვი და რა სოცეკონომიკური სტატუსი აქვს.
ისიც აღსანიშნავია, რომ მშობლებს მაინც და მაინც არ უყვართ საშინაო დავალების კეთება. ზოგჯერ შესაძლოა ბავშვებს პირდაპირ პასუხებიც უკარნახონ.
კვლევის ავტორებს რამდენიმე ახსნა აქვთ.
მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ის, რომ სახლში არსებული სტრესი სწავლისათვის ხელსაყრელი არ არის. ან ის, რომ დავალების დიდ ნაწილს მშობლები ასრულებენ, იმის ნაცვლად, რომ ბავშვებს ასწავლონ როგორ იფიქრონ თავად. გარდა ამისა, მშობლები ხომ მასწავლებელთა მსგავსად არ არიან მომზადებული, როგორ ასწავლონ ახალ თაობებს კითხვა თუ მათემატიკა.
ბავშვს სწავლაში ხელი ასევე შეიძლება შეუშალოს მაღალმა მოლოდინებმა. თუ ბავშვი გრძნობს, რომ მშობელი მას მუდმივად აკონტროლებს, ამან შეიძლება სტრესი შემატოს.
ეს ყველაფერი იმას არ ნიშნავს, რომ საშინაო დავალების შესრულებაში ბავშვისთვის დახმარებას არავითარი სარგებელი არ მოაქვს. მაგალითად, ზოგიერთ შემთხვევაში, მშობლების მიერ შვილებთან მეტი დროის გატარება შეიძლება სასარგებლო იყოს, თუნდაც მენტალური ჯანმრთელობისთვის.
მშობლების მხრიდან მხარდაჭერა და თავდაჯერებულობა დაკავშირებულია უფრო დიდ მიღწევებთან. ამიტომ, მკვლევრები აღნიშნავენ, რომ საჭიროა ერთმანეთისგან გაირჩეს მშობელთა მიერ საშინაო დავალების შესრულებაში გაწეული დახმარების სხვადასხვა ტიპები.