LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უნდა დავაბრუნოთ გაწვევის სისტემა… ოკუპირებულ ქვეყანაში აუცილებელია დიდი რაოდენობით მომზადებული რეზერვი“ – ალეკო ელისაშვილი

164
ალეკო ელისაშვილი

ახალი თავდაცვის კოდექსთან დაკავშირებით მიღებულ ახალ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც სტუდენტებს სამხედრო სავალდებულო სამსახური არ შეეხებათ, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი ეხმიანება.

დღეს, 17 საათზე, პარლამენტთან სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების მოთხოვნით აქცია გაიმართება – ზურა ჯაფარიძე

მისი განცხადებით, თუ გვინდა, რომ უსაფრთხო ქვეყანა გვქონდეს უნდა დავაბრუნოთ გაწვევის სისტემა. ელისაშვილის თქმით, ოკუპირებულ ქვეყანაში აუცილებელია საკონტრაქტო ჯართან ერთად მომზადებული იყოს რეზერვის დიდი რაოდენობა.

„მე ვარ თავდაცვის კოდექსის მომხრე და მიმაჩნია, რომ თუ გვინდა გვქონდეს უსაფრთხო ქვეყანა, უნდა დავაბრუნოთ გაწვევის სისტემა, მაგრამ ეს გაწვევა უნდა იყოს სამართლიანი. კატეგორიულად არ ვეთანხმები „გირჩს“ იმაში, რომ გაწვევა უნდა გავაუქმოთ. მე მაქვს არგუმენტები თუ რატომ არის ჩვენნაირი მოცულობის ქვეყანაში, ოკუპირებულ ქვეყანაში, თუ რატომ არის აუცილებელი საკონტრაქტო ჯართან ერთად იყოს დიდი რაოდენობით მომზადებული რეზერვი, რომელსაც შევქმნით მხოლოდ გაწვევის აღდგენის შემთხვევაში“, – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g